თამარ ხულორდავა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პორტუგალიის ეროვნული ასაბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რეჯინა ბასტოსს შეხვდა.
თამარ ხულორდავამ შეხვედრისას  ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციულ პროცესებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მნიშვნელოვან პროგრესსა და ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების თაობაზე დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე.
მხარეებმა შეხვედრისას  ისაუბრეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, არსებულ ვითარებასა და მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე.
„პორტუგალია მხარდაჭერას უცხადებს იმ ქვეყნებს რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნები აკმაყოფილებდნენ შესაბამის კრიტერიუმებს და იზიარებდნენ ევროკავშირის ფასეულობებს”, – აღნიშნა რეჯინა ბარტოსმა.

კომენტარები

კომენტარი