არჩილ თალაკვაძე გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობისა და იმ სერვისების შესახებ იმსჯელეს, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.
ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას, ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ფორმატის სამომავლო გეგმებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკასა და სტაბილურ განვითარებას, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე – რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
არჩილ თალაკვაძემ ჯიჰან სულთანოღლუს კონფლიქტის მოგვარებისა და საერთაშორისო მედიაციის პროცესში გაერო-ს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები