“უნდა გამოისუფთაონ ტვინები იმ ჯგუფებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას შეძლებდნენ”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, შს მინისტრმა გუშინ “ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ გასცა ყველა კითხვას პასუხი.
მისივე განცხადებით, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ასეთი რამ მომავალში აღარ განმეორდება.
„დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ აღიქვა ის რეალობა, რასაც ადგილი ჰქონდა და რასაც პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ხალხმა მიიღო ყველა კითხვაზე პასუხი. ცხადია, ბევრს ეს არ მოეწონებოდა, სიმართლე მწარეა. სიმართლეა, როდესაც ძალადობის ესკალაციას ახდენს ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისთანები, შემდეგ გარბიან, იმალებიან, პასუხისმგებლობას გაურბიან და არ მოუწოდებენ თავის მომიტინგეებს, შეწყვიტონ ძალადობა. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს იყო მათი გეგმა. დანარჩენს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
​გამოძიებას ატარებს პროკურატურა და არა – შსს. ყველასთვის ძალიან მძიმე შედეგია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის – პოლიციელები დაშავდნენ, რაზეც სახელმწიფომ მოახდინა რეაგირება, მაგრამ ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ძალიან მძიმე ფაქტის შედეგად მომავალში ჩვენს საზოგადოებას, თანამოქალაქეებს მივცეთ გარანტია, რომ ასეთი რამ არ უნდა მოხდეს. მაქსიმალურად უნდა შევქმნათ ასეთი სისტემა, მეორე მხრივ, უნდა გამოისუფთაონ ტვინები იმ რადიკალურმა ჯგუფებმა, რომლებსაც ჰქონდათ იმის ფიქრი და აღქმა, რომ შეიძლება, ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა ან რომელიმე სახელმწიფო შენობის შტურმით აღება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები