„საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 72%-ით გაიზარდა“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 72%-ით გაიზარდა და ეს რეკორდული მაჩვენებელია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობას წელს დაგეგმილი აქვს, რომ ეკონომიკის ზრდა იყოს მინიმუმ 5%, თუმცა მთავრობა ელოდება, რომ ეს ზრდა იქნება მინიმუმ 6,3%.
“ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა იყო ექსპორტში, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 72%-ით არის გაზრდილი, ეს რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც მანამდე არ დაფიქსირებულა. საქართველოს ძალიან სერიოზული ზრდა აქვს რუსეთის ბაზარზეც ექსპორტის კუთხით. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 914 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა გასულ წელს”, – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, ღარიბაშვილმა პროექტზე “აწარმოე საქართველოში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი, მართლაც, ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ პროექტის მიზანია, რომ გაჩერებული წარმოება ყველა რეგიონსა და ყველა რაიონში ამუშავდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები