მევენახე: ნიკა გვარამიას, რომელსაც ხელფასი 40 000 ლარი აქვს, გლეხები ფეხებზე ჰკიდია

“ნიკა გვარამია, „რუსთავი-2″ და „ნაცმოძრაობა” არიან ხალხის მტრები”, – ამბობს მევენახე, ყვარელის მკვიდრი თენგიზ დათუნაშვილი „რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის მიერ ქართველი მეღვინეების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე.
„ჩემი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ხელფასი თვეში 40 ათასამდე აქვს და მაგას არც ღვინო აინტერესებს, არც – ქვეყანა. ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და მაგ „ფაშისტებს” ხელისუფლებაში მოსვლის მეტი არაფერი აინტერესებთ. ამ ხელისუფლების სისუსტე იქნება, თუ ამათ ეს შერჩებათ. ღვინის ქვეყანა ვართ ჩვენ, ქვეყანამ ამ დღეებში დანის წვერზე გაიარა. ცხოვრება წინ მიდის, მართალია ნელ-ნელა, მაგრამ წინ წავიდა, ვშრომობთ, ვწვალობთ და მაგათ ამ ყველაფრის დანგრევა უნდათ, რევოლუციით დაბრუნება უნდათ”, – აცხადებს მევენახე.
მისი თქმით, ბოლო წლებში სოფელში ახალი ვენახები გაშენდა, მევენახეებსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობები დარეგულირდა.
„ყვარელში ადგილი არ დარჩა, რომ ვენახი არ იყოს გაშენებული. უკვე ვიცით, სად და, დაახლოებით, რა ფასად ჩავაბარებთ ყურძენს,. რომ გადაიკეტოს რუსეთი, უცებ სად წავიღოთ ყურძენი და ღვინო? რუსეთში ჩვენს ღვინოს რეკლამა არ სჭირდება, სხვა ქვეყნებში კი ამას ძალიან დიდი დრო და ფული სჭირდება. მეღვინეების შრომაში უნდა რომ „ჩაა*სას” ნიკა გვარამიამ? მოვიდა იმის დრო, რომ ან ეგენი და ან ჩვენ, მშრომელი ხალხი”, – აღნიშნავს თენგიზ დათუნაშვილი.
ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში” განაცხადა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ “ბორჯომი”, ღვინო და “ნაბეღლავი” შეიტანოს რუსეთში? ჩავუ*სი სამივეში, ფეხებზე მკიდია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები