აბაშაში ინციდენტი მოხდა – „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი და აქტივისტები „რკინიგზის“ თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე  რამდენიმე აქტივისტსა და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს ბანერის გადაკიდება სურდა, ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე არაერთი მაღალი ძაბვის ხაზი გადის, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.

აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქტივისტებმა და ჟურნალისტმა რკინიგზის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„საქართველოს რკინიგზა“ მოწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან უსაფრთოების ზომები.
„დღეს დილით, 09:15 საათზე აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე  რამდენიმე აქტივისტი ტელეკომპანია „რუსთვი 2-ის“ ჟურნალისტებთან ერთად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე და უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით, ითხოვდა ხიდიდან დიდი ზომის ბანერის გადაკიდებას. აქტივისტებსა და ჟურნალისტებს განემარტათ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტერიტორიაზე გადის არაერთი მაღალი ძაბვის ხაზი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ისინი არ დაემორჩილნენ რკინიგზის პასუხისმგებელი წარმომადგენლების მოთხოვნებს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს მათ.

„საქართველოს რკინიგზა” მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან უსაფრთოების ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა საფრთხე არ დაემუქროს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები