ავტოსაგზაო შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე
2 ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ,,ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომობილი ჯერ განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ბორდიულზე გადავიდა. დაზარალებულები მრავლობითი მოტეხილობით სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ავარია სიჩქარის გადაჭარბების შედეგად მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.