თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
მათივე ცნობით, მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, ჯაფარიძის, თვალჭრელიძის, შარაშიძის, ბოცვაძის, გოგებაშვილის, შანიძის, რჩეულიშვილის, როდენის, გალის, ქუჩიშვილის, უმიკაშვილის, ანჯაფარიძის, ვარაზისხევის, თერგის, პეტრიაშვილის, ალეკო შენგელიას, მელიქიშვილის, ნიკოლაძის, ზემო ვაკის, კეკელიძის, ლარსის, შატბერაშვილის, შიო მღვიმელის, მახარაძის, თუმანიშვილისა და სოფიკო ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კერესელიძის, გოგებაშვილის, ბელინსკის, გუნიას, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, ბარნოვისა და ჭოველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ ჩხეიძის, გრიშაშვილის, დეკაბრისტების, ბოლნისის, ლორთქიფანიძის, ქუმსიაშვილის, საბანაძის, ცურტაველის, წალკის, ოპიზარის, ბერძნის, ალექსანდრე დიუმას, ვერცხლის, კალისტრატე ცინცაძის, ოქრომჭედლების, ყავლაშვილის, ცინცაძის, ავლევისა და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბაზალეთის, ფალიაშვილის, მირცხულავასა და ირაკლი აბაძიშის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის, ნინო რამიშვილისა და არეშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, IV, VI კვარტლების, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრიწის, პეტრე იბერის, პეტრე ქავთრაძის, ნუცუბიძისა და ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, ბაბუციძის, ნაკადულის, მამისაშვილისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გაზის დსახლების, ჯანჟღავას, გლდანულას, გლდანის ხევის, კაჭარვას, ანდრონიკაშვილის, ვეკუას, ბოჭორიშვილისა და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები