ქუთაისში, მეხანძრე-მაშველებმა ახალგაზრდა გოგონა სუიციდისგან იხსნეს

ქუთაისში, მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში ახალგაზრდა გოგონა სუიციდისგან იხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს ვერ პოულობდნენ, რომელსაც, სავარაუდოდ, ჰქონდა სუიციდის მცდელობა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა – ტყეში ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა თავის ჩამოხრჩობის მცდელობა.

მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა სუიციდის მცდელობის დროულად აღკვეთა და გოგონას გადარჩენა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ახლა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი. საღორიის ტყეში მობილიზიებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მომხადარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები