შსს-მ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სომხეთის მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ლარსის მიმდებარე ტერიტორიაზე სომხეთის მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ ,,კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მიმდინარე წლის 9 ივლისს, სტეფანწმინდის საავადმყოფოში, ტრამვით შეყვანილი იქნა სომხეთის მოქალაქე მ.მ, რომელმაც საავადმყოფოში გამოკითხვაზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ტრავმა საყოფაცხოვრებო სიტუაციაში, ავტომობილიდან გადმოსვლის დროს წაქცევის შედეგად მიიღო. მან პოლიციელებთან გასაუბრებისას რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის არსებობა უარყო.

სომხეთის მოქალაქის მიერ მიცემული ინფორმაციის მიუხედავად, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. ამ ეტაპზე, დგინდება რომ სომხეთის მოქალაქე მ.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანება სავარაუდოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მიაყენეს. დანაშაულის ჩამდენი პირის, ან პირების დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები