თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა სტრატეგიული კომუნიკაციების მასტერკლასს მასპინძლობს (ფოტოკოლაჟი)

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სტრატეგიული კომუნიკაციების მასტერკლასს მასპინძლობს. შეხვედრა DIBS-ის ორგანიზებითა და ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ხელოვნების ცენტრის (NATO StratCom Coe) მხარდაჭერით იმართება.
„ლექცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და King’s College London უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ნევილ ბოლტმა გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების სფეროში მომუშავე მოქმედი და პოტენციური ტრენერებისთვის იმართება და მისი მიზანია ნატო-ს სტანდარტებით სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სპეციალისტების მომზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები