“ინვესტორი, სანამ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებას გადაწყვეტს, ყველანაირ რისკს აფასებს, მათ შორის – პოლიტიკურს”
„გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი ბაზრები მოვძებნოთ, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ ბაზრების დაკეტვა იმდენად მტკივნეული იქნება, რომ ძალიან ბევრი თანამემამულე სამუშაო ადგილს დაკარგავს“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესგარემოში გამჭირვალეობის ერთ-ერთი შემადგენელია პოლიტიკური სტაბილურობა და ნებისმიერი ინვესტორი, სანამ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე აფასებენ ყველანაირ რისკს, მათ შორის – პოლიტიკურს.
„გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი ბაზრები მოვძებნოთ, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ ბაზრების დაკეტვა იმდენად მტკივნეული იქნება, რომ ძალიან ბევრი თანამემამულე სამუშაო ადგილს დაკარგავს. ბიზნესგარემოში გამჭირვალეობის ერთ-ერთი შემადგენელია პოლიტიკურისტაბილურობა. როცა ინვესტორები ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას, მანამდე აფასებს ყველანაირი კუთხით, მათ შორის – პოლიტიკურ რისკებს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხონ და ქუჩიდან მოლაპარაკებისმაგიდაზე გადაინაცვლონ, შეიქმნება ისეთი პოლიტიკური გარემო, რომ ბიზნესმა საქმიანობა გააგრძელოს”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
როგორც საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, მნიშნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, სამუშაო ადგილებსა და ინვესტორებს.
“გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი ბაზრები მოვძებნოთ, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ ბაზრების დაკეტვა კომპანიებისთვის იმდენად მტკივნეული იქნება, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ჩემი თანამემამულე დაკარგავს სამუშაო ადგილს. ამიტომ ჯობს, ამ შემთხვევაში ვიყოთ ცოტა ფრთხილად, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, სამუშაო ადგილებს, ინვესტორებს. ეს არის ჩემი თხოვნა”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.