6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

2019 წლის ექვსი თვის წინასწარი მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ზრდა +7%) 95.4 მილიონით აღემატება.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ივნისის თვეში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგინა 340 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +4.5%) 14.6 მილიონით მეტია“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები