პუტინის პირველი კომენტარი გაბუნიაზე: “რაღაც დააბრეხვა”, საქართველოში არიან ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებენ(ვიდეო)
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა. პუტინს შესაბამისი კითხვა ჟურნალისტებმა ეკატერინბურგში დაუსვეს, სადაც ის ერთ-ერთ სამიტს ესწრება.
“გამოვიდა ერთი ვიღაც, რაღაც დააბრეხვა, მის შესახებ ადრე არავინ არაფერი იცოდა. მას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერეს. თუმცა არიან საქართველოში ადამიანები ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებენ”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რაც შეეხება სანქციებს, პუტინი მიიჩნევს, რომ გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მისთვის “დიდი პატივია”.