8 ივლისის მდგომარეობით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 3,426 ტონა შეადგინა

8 ივლისის მდგომარეობით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 3,426 ტონა შეადგინა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ატმის მოსავლის აღება დაგვიანებით დაიწყო, რამაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი განაპირობა. 2018 წელს  ამავე პერიოდში  საქართველოდან ექსპორტირებული იყო 5,544 ტონა.
„ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ექსპორტიორებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით“, – აცხადებენ სოფლის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები