მაშველებმა მყინვარწვერზე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს (ფოტოები)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მყინვარწვერიდან ახალგაზრდა ქალი ჩამოიყვანეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე, მეტეოსადგურის ტერიტორიაზე ქვედა კიდურების დაზიანებით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ვერ ახერხებდა გადაადგილებას და დახმარება ესაჭიროებოდა.
დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ ყაზბეგის სამაშველო და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფმა დაშავებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე ჩამოიყვანა. ის გადაყვანილია ყაზბეგის სტაციონარში, სადაც გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები