სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში განთავსებულ 3 მსჯავრდებულს ბრალი წარედგინა

14 იანვარს, მსჯავრდებულებს, ბ.ბ-სა და გ.კ-ს აკრძალული საგნის შენახვა-ტარების ფაქტზე, ხოლო მათ თანასაკნელს, ი.ბ-ს ადმინისტრაციაზე თავდასხმის გამო ბრალი წარედგინათ. როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, გამოძიების მიხედვით, 2013 წლის 22 დეკემბერს, დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული პირადი შემოწმება-დათვალიერების შედეგად, ბ.ბ-ს ლითონის ნაჭრისგან კუსტარულად დამზადებული ცივი იარაღი და ხისგან დამზადებული ორი მჩხვლეტავი ნივთი აღმოაჩნდა, ხოლო გ.კ. ამავე საკანში ინახავდა და დაწესებულების ტერიტორიაზე ატარებდა ორ კუსტარულად დამზადებულ ცივ იარაღსა და ხისგან დამზადებულ მჩხვლეტავ საგანს. აღნიშნული დანაშაული, სასჯელის სახით, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მსჯავრდებულ ი.ბ-ს, ის ბ.ბ-სა და გ.კ-სთან ერთად, დაწესებულების თანამშრომლებმა პირადი შემოწმება-დათვალიერების მიზნით საკნიდან სამორიგეო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც ი.ბ. მოულოდნელად თავს დაესხა ინსპექტორ-კონტროლიორ დავით ცერცვაძეს და თავის არეში მსუბუქი დაზიანება მიაყენა. ი.ბ-ს აღნიშნული ქმედებისთვის ბრალი 378-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები