Myway Airlines-მა ქუვეითის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება დაიწყო

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი  2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ჩარტერულ ფრენებს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეასრულებს.
თბილისი-ელ-ქუვეითი – თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიამ რეისების შესრულება 2019 წლის 6 ივლისიდან დაიწყო. ფრენები 17 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ  ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები