მინსკის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ყალბი პასპორტის გამო დააკავეს

მინსკის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ყალბი პასპორტის გამო დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი ავრცელებს.
კომიტეტის ინფორმაციით, მოქალაქე 2 დღის წინ, 2 ივლისს დააკავეს. ის 33 წლის მამაკაცია, რომელიც სტამბოლი-მინსკის ავიარეისით მგზავრობდა.
როგორც ირკვევა, მამაკაცს ბელარუსში შესვლა აკრძალული ჰქონდა. უწყების ცნობით, მამაკაცი მინსკში 43 წლის სომხეთის მოქალაქის პასპორტით ჩავიდა.
სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს მესაზღვრეებმა დაკავებულის პასპორტში გაყალბების ნიშნები აღმოაჩინეს. სპეციალური შემოწმების შედეგად კი დადასტურდა, რომ პასპორტი ყალბია.
ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ დაწყებულია ადმინისტრაციული პროცესი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. იქ მას თავისუფლების ორ წლამდე აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები