შსს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ყაყიჩაშვილი თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ყაყიჩაშვილისთვის დროებით უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ყაყიჩაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებული არ არის.

„20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ყაყიჩაშვილი დაკავებული თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები