20 ივნისის ღამეს რუსთაველზე დაშავებული დავით გრიგორიანის შვილი წერს, რომ მამამისის მდგომარეობა უმჯობესდება

20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე დაშავებული დავით გრიგორიანის შვილი  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
თაკო გრიგორიანი ექიმებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება.
“ჩემო ძვირფასებო! ყველას უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. გაცნობებთ, რომ მამაჩემის მდგომარეობა სტაბილურია და დღითი დღე უმჯობესდება. ასევე, უღრმეს მადლობას ვუხდი რეგიონალური ჰოსპიტალის თითოეულ მედპერსონალს გაწეული დახმარებისთვის”, – წერს თაკო გრიგორიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები