ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს

“ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას განახორციელებს და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მონიტორინგის შედეგებს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ მიაწვდის”, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ღონისძიების შესრულება იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ დამატებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. ამ ღონისძიების შესრულება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ეთხოვა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას განახორციელებს და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მონიტორინგის შედეგებს მიაწვდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივლისს არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ნაცმოძრაობის“ წევრის – ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები