“როგორც კი ნორმალიზაციისკენ წავიდა პოლიტიკური ვითარება, ეგრევე ნორმალიზაციისკენ წავიდა ლარის კურსი”

“ლარის კურსზე მოქმედებს როგორც ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები, ასევე  – მოლოდინები”, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ეროვნულ ვალუტაზე საუბრისას გააკეთა.
“როგორც კი ნორმალიზაციისკენ წავიდა პოლიტიკური ვითარება, ეგრევე ნორმალიზაციისკენ წავიდა ლარის კურსი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ლარის კურსზე მოქმედებს  როგორც ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც მხოლოდ უმჯობესდება, ასევე – მოლოდინები. ნეგატიურ მოლოდინს ქმნიდა პოლიტიკური არასტაბილურობა. ჩვენ ახლა ამ ურთიერთკავშირს თვალნათლივ ვხედავთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები