ლევან ნიკოლეიშვილი: იქნება ყველანაირი მცდელობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ასრულების ხელის შესაშლელად

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სტრასბურგის სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ და ნიკა გვარამია შეეცდებიან, ქუჩის აქციები და პროტესტის სხვადასხვა ფორმები „რუსთავი 2“-ის დასაცავად გადაიტანონ ლოზუნგით „თავისუფალი სიტყვა განსაცდელშია“.
„18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ შესაძლოა, ნიკა გვარამიასთვის არცთუ ისე სახარბიელო გადაწყვეტილება გამოიტანოს. აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობა“ და ნიკა გვარამია, როგორც მთავარი პროპაგანდისტ-მენეჯერი, შეეცდებიან ქუჩის აქციები, რომლებსაც უკვე ნაცები და მათთან აფილირებული ადამიანები მართავენ, მანამდე შეინარჩუნონ, მერე კი აქციები და პროტესტის სხვადასხვა ფორმები „რუსთავი 2“-ის დასაცავად გადაიტანონ ლოზუნგით „თავისუფალი სიტყვა განსაცდელშია“ და ასე შემდეგ. ცხადია, იქნება ყველანაირი მცდელობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ასრულების ხელის შესაშლელად და პროცესების პოლიტიკურ კონტექსტში გადასატანად. სავარაუდოდ, ესეც დიდი გეგმის ნაწილია“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები