გია აბაშიძე: ჩემი ვარაუდით, 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რ2“ დაუბრუნდება ქიბარ ხალვაშს
ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.
მისი თქმით, „ნაცმო & Co“ მაქსიმალურად შეეცდება, პროტესტი შენარჩუნდეს ქუჩაში და ყველანაირად გართულდეს სტრასბურგის უზენაესი გადაწყვეტილების აღსრულება.
„ჩემი ვარაუდით, 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რ2“ დაუბრუნდება ქიბარ ხალვაშს, რადგან, როგორც რიგი იურისტები მეუბნებიან, სხვანაირად ამ ქეისს სამართლებრივი „კვანძის გახსნა“ არ გააჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიამ, რომელიც კვალიფიციური იურისტია და ჰყავს გარშემო რამდენიმე ასეთიც, ზუსტად იცის, რომ პროცესს აგებს. არ გამოვრიცხავ, რომ 18 ივლისის ვერდიქტზე წინასწარი ინფორმაცია შიგნიდან უკვე აქვს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ „ნაცმო & Co“ მაქსიმალურად შეეცდება, რომ პროტესტი შენარჩუნდეს ქუჩაში და ყველანაირად გართულდეს სტრასბურგის უზენაესი გადაწყვეტილების აღსრულება „დაიცავი რუსთავი 2-ის“ სლოგანით…“, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.