ოთარ ანგურიძე: საქართველოს დაწინაურება და მოწინავე პოზიციების შენარჩუნება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია
„საქართველოს დაწინაურება და მოწინავე პოზიციების შენარჩუნება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის“, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ოთარ ანგურიძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა, სადაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში პირველ პოზიციაზე დასახელდა.
მისი თქმით, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს სწორედ ასეთი რეიტინგები ქმნის.
„საქართველოს დაწინაურება და მოწინავე პოზიციების შენარჩუნება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის, რადგან სწორედ ასეთი რეიტინგები ქმნის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ინვესტორთა ქცევაზე. აღსანიშნავია, რომ ქ. პარიზში OECD-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა და რეიტინგის რეიტინგის 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო, რა დროსაც, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.
საქართველოს ლიდერობა ისეთ ინდიკატორებში, როგორებიცაა: მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და start-up-ებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია არის დასტური, იმისა რომ საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი უპირატესობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა)“, – წერს ანგურიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.