სალომე სამადაშვილი: ის, რომ ნულოვანი ბარიერი შემოვიღოთ და ბლოკებად გაერთიანება ავკრძალოთ, პოლიტიკური სპექტრის დანაწევრებას შეუწყობს ხელს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ნულოვანი ბარიერის შემოღებამ და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვამ შესაძლოა, პოლიტიკურ პროცესში ქაოსი გამოიწვიოს.
მისივე განცხადებით, საარჩევნო თემატიკაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში მსჯელობის ერთ-ერთი თემა საარჩევნო ბარიერს უნდა შეეხოს.
„როცა კონსტიტუციის ცვლილებაზე მსჯელობა იქნება, არგუმენტაცია უნდა მოვისმინოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიისა, რა ლოგიკაა ამის უკან – სამართლებრივი თუ პოლიტიკური. ეს არის უფრო მნიშვნელოვანი. თუმცა იმან, რომ ნულოვანი ბარიერი შემოვიღოთ და ავკრძალოთ ბლოკებად გაერთიანება, რადგან ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური სპექტრის დანაწევრებას, შესაძლოა, გამოიწვიოს პოლიტიკურ პროცესში ქაოსი. ეს ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში არ დაეხმარება. შეიძლება, პირიქით, პოლიტიკური პროცესი უმართავი გახდეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები