ლარი დოლართან მიმართებით 0.0012 პუნქტით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც  ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0012 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8237 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი ასევე 2.8225 ლარი ღირდა.
0.0077 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.1902 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1979 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები