„2019 წელს რუსეთიდან 1,7 მლნ ტურისტსა და $886 მილიონზე მეტს პროგნოზირებდნენ“

„ოფიციალური მონაცემებით, შარშან რუსეთიდან 1,4 მლნ. ტურისტი შემოვიდა და ქვეყანას $710 მლნ მოუტანა. 2019 წელს 1,7მლნ და $886 მილიონზე მეტს პროგნოზირებდნენ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს.
ანჯაფარიძე ხელისუფლებას ურჩევს, საარჩევნო სისტემაზე ზრუნვის პარალელურად, ეკონომიკაზე იზრუნოს.
„ვიცი, არაპოპულარულ თემას ვეხები, მაგრამ შეხსენება აუცილებლად მიმაჩნია. ბოლო წლებში ტურიზმის ბიზნესი საქართველოში შედარებით სწრაფად წამოიწია, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ რუსეთის ხარჯზე, თუმცა დიდი წილი იქედან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის.
ოფიციალური მონაცემებით, შარშან რუსეთიდან 1,4 მლნ. ტურისტი შემოვიდა და ქვეყანას $710 მლნ მოუტანა. 2019 წელს 1,7მლნ და $886 მილიონზე მეტს პროგნოზირებდნენ.
ვერ ვიტყვი, რამდენად ზუსტია მონაცემები, მაგრამ  პროგნოზირებენ რუსი ტურისტების 1მილიონით შემცირებას შესაბამისად $710 მლნ ზარალს.
ეს სერიოზული დარტყმა იქნებოდა ეკონომიკისათვის. ამიტომ, საარჩევნო სისტემაზე ზრუნვის პარალელურად, ეკონომიკაზე იზრუნეთ!“, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები