მაშველები ურეკში 27 წლის მამაკაცის ცხედარს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

მაშველები ურეკში 27 წლის დავით ლომაძის ცხედარს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. როგორც “კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა „112“-ში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საღამოს 6 საათზე დაფიქსირდა. „როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დავით ლომაძემ ძლიერი ღელვის დროს ზღვაში ორი ბავშვის გადარჩენა შეძლო, თავად კი ზღვიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ, რომელშიც ჩართულები არიან აჭარის საგანგებო მართვის დეპარტამენტის მყვინთავები“, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ. დავით ლომაძე ოჯახით გურიაში, სოფელ შრომაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და 2 წლის შვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები