ზაზა ხუციშვილი: პოლიციაში 40 ათასი თანამშრომელია, ვერცერთი მინისტრი ვერ უზრუნველყოფს, რომ არავის მოუვა გადაცდომა

“გიორგი გახარია არის ამოღებული მიზანში იმიტომ, რომ არის პოპულარული მინისტრი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ხუციშვილის თქმით, პოლიციაში არის 40 ათასი თანამშრომელი, შესაბამისად, ვერცერთი მინისტრი თავის უწყებაში ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ არავინ გაიხედავს ქრთამისკენ, არავის მოუვა გადაცდომა და ასე შემდეგ.
“თუ მოხდა ისეთი ფაქტი, როგორიც ხდებოდა ვანო მერაბიშვილის დროს, რომ არცერთ უმძიმეს დანაშაულზე არავინ პასუხი არ აგო და პირიქით, დააწინაურეს და შეგახსენებთ, რომ “გირგვლიანის საქმის” ორი მთავარი ფიგურანტიდან ერთი მინისტრად დააწინაურეს და მეორე – პრემიერმინისტრად – ვგულისხმობ მერაბიშვილსა და ახალაიას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი რამ არ იქნება. დადო პირობა გახარიამ, რომ გამოძიებული იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირობა შესრულდება”, – აცხადებს ზაზა ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები