პარლამენტთან აქცია 2 ივლისს, 19:00 საათზე განახლდება
პარლამენტის შენობის წინ აქცია 2 ივლისს, 19:00 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორთა თქმით, პროტესტი მხოლოდ მას შემდეგმ დასრულდება, რაც შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას დატოვებს. ორგანიზატორების განცხადებითვე, ისინი ხელისუფლებასთან მოლპარაკებებზე წასვლას არ აპირებენ.
2 ივლისს საპროტესტო აქციის მე-13 დღე იქნება.