შალვა ფიფია ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმზე სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება.
„მინდა ვისაუბრო საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ. საქართველოს მთავრობა ბიზნეს სექტორის განვითარებას მაქსიმალურად უწყობს ხელს. ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროექტებით, მათთვის, ვისაც სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელება სურს ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი. დღევანდელ ფორუმზე მინდა ღიად დავაფიქსირო ჩვენი მზაობა, დეტალურად განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას შალვა ფიფიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები