კიევი თანახმაა, დონბასში რუსული ენა რეგიონულ ენად გამოცხადდეს

რუსულმა ენამ დონბასში შესაძლოა, რეგიონული ენის სტატუსი მიიღოს, თუმცა სახელმწიფო ენა უკრაინული იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ბოგდანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მეორე მთავარი პირობაა, რომ დონბასი უკრაინის შემადგენლობაში დარჩება. უკრაინულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ბოგდანი ამტკიცებს, რომ რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენა არასდროს გახდება.
“მე უკრაინული ენისა და უკრაინის მხარეს ვარ. მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა და ის აუცილებელად უნდა მოგვარდეს. ჩვენ ვსაუბრობთ უსასრულოდ, გაკეთებით კი არაფერს ვაკეთებთ”, – აღნიშნა ბოგდანმა ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, როცა უკრაინის პრეზიდენტი ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკო იყო, მან გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც  უკრაინული ენა ერთადერთ სახელმწიფო ენად რჩებოდა. ნორმტიული აქტის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეები ვალდებულნი არიან, აღნიშნული ბრძანებით ყველა სფეროში იხელმძღვანელონ. ვლადიმირ ზელენსკის გუნდი ბრძანების წინააღმდეგი იყო და მის გაუქმებას ითხოვდა, რადგან ისინი მიიჩნევდენ, რომ დოკუმენტის ამოქმედებით გამოწვეული საშიშროებებისა და მათი შედეგების წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ ძნელი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები