ერდოღანი: რუსული სარაკეტო სისტემა С-400 თურქეთს 10 დღის განმავლობაში გადაეცემა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 თურქეთს 10 დღის განმავლობაში გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება ერდოღანმა იაპონიაში “დიდი ოცეულის” სამიტზე  აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, თურქეთსა და და აშშ-ს შორის C-400-ის შეძენით გამოწვეული უთანხმოება მალე აღმოიფხვრება. ერდოღანმა, ასევე, დაამატა, რომ აღნიშნულის გამო ამერიკა ანკარის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები