ძლიერმა სეტყვამ გვადალახარა 1,5-მეტრიანი ყინულით დაფარა

მექსიკის დასავლეთ ნაწილში უწყვეტი, ძლიერი სეტყვის შედეგად, ქალაქი გვადალახარა 1,5 მეტრის სიმაღლის ყინულის ფენით დაიფარა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალაქში 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და სტიქიის შედეგად 200-მდე საცხოვრებელი სახლი და ათასობით ავტომობილი დაზიანდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება. სამაშველო ჯგუფები, სამხედროების დახმარებით, ქალაქის ქუჩების გაწმენდას ცდილობენ.
ქალაქის გუბერნატორის, ენრიკე ალფაროს განაცხადებით, აქამდე მსგავსი რამ არასოდეს უნახავს და ის სტიქიურ უბედურებას კლიმატის ცვლილებასთან აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები