ჰონგ კონგში დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ (ფოტო, ვიდეო)
ჰონგ კონგში საპროტესტო აქციების მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობენ.
დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოს შენობის კარებს ლითონის ურნით ამტვრევენ. ამის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციას მედია ავრცელებს.
პარლამენტის შენობის შიგნით დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი დემონსტრანტებს აფრთხილებენ, რომ თუ არეულობა გაგრძელდება, ძალას გამოიყენებენ. ამ დროისთვის, სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის გაზი გამოიყენეს.
ცნობისთვის, დღეს ჰონგ კონგში ოფიციალურად სანქცირებული მარში უნდა გამართულიყო, რომელიც ქალაქის პარლამენტის შენობასთან დასრულდებოდა, თუმცა ამ დროისთვის, უცნობია, სად დასრულდება მსვლელობა.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ექსტრადიციის კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ჰონგ კონგში. თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მაშინ ჩინეთს უფლება ექნება, ჰონგ კონგში დაკავებული პატიმრები ჩინეთის სხვა ნაწილში გადაიყვანოს და იქ გაასამართლოს.
12 ივნისს კი ჩინეთის საკანონმდებლო ორგანომ ექსტრადიციის კანონის განხილვა, ჰონგ კონგში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების გამო, გაურკვეველი დროით შეაჩერა.
თუმცა, საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა, მონაწილეები კანონპროექტის სამუდამოდ შეჩერებას მოითხოვენ.
Footage from Hong Kong shows protesters trying to break into the Legislative Council building using a metal trolley.
They're calling for the withdrawal of an extradition bill that would allow suspects to face trial in mainland China.
More here: https://t.co/uCpGNRU3zg pic.twitter.com/7idnMDml3x
— SkyNews (@SkyNews) July 1, 2019
ცნობისთვის, ჰონგ კონგი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც მე-19-20 საუკუნეებში ბრიტანეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. ის მხოლოდ 1997 წელს გადაეცა ჩინეთს იმ პირობით, რომ ჩინეთი არ ჩაერეოდა ჰონგ კონგის შიდა საქმეებში და იმუშავებდა პრინციპით – „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.