ინდონეზიაში აზიაში ყველაზე დიდი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი დააკავეს
ინდონეზიის პოლიციამ აზიაში ყველაზე დიდი ტერორისტული დაჯგუფების – “ისლამური გაერთიანება” – სავარაუდო ლიდერი დააკავა. ის 16 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Straits Times, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ინდონეზიის ქალაქ ბეკასში, საკუთარ სახლში დააკავეს. ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცივი იარაღი, ლიტერატურა ტერორიზმზე, აუდიო-და ვიდეოჩანაწერები ამოიღეს.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული მთელ რიგ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობდა, მათ შორის, ბალის კუნძულზე 2002 წელს მომხდარი აფეთქებების სერიაში, რომლის შედეგადაც, 202 ადამიანი დაიღუპა.