ტერაქტი ქაბულის დიპლომატიურ კვარტალში – არის მსხვერპლი (ფოტო, ვიდეო)
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად 34 ადამიანი გარდაიცვალა, 68 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნასრატა რაჰიმი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქება ქაბულის დიპლომატიურ კვარტალში მოხდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატთა ძირითადი ნაწილი ცხოვრობს.
ამასთან, თვითმხილველების თქმით, აფეთქების ადგილას სროლის ხმა ისმოდა.
მომხდარს ადგილობრივი მედია ტერაქტად აფასებს. მედიის ცნობით, ტერაქტში მონაწილე ორი ადამიანი, ამ დროისთვის, კვარტალში, ერთ-ერთ შენობაში იმალება. თავდამსხმელებსა და სამართალდამცველებს შორის სროლა მოხდა.