გიგი უგულავა: ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას ვერ იღებს ვერაფერზე, მაგრამ ახლა ძალიან მარტივად დგას საქმე – გახარია უნდა წავიდეს

ვიხილეთ მთავრობა, რომელმაც გვითხრა, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს და ის დააკისრა ოპოზიციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა, რომელმაც „თავისუფლების მარშში“ მიიღო მონაწილეობა.

უგულავას თქმით, ხელისუფლებამ პრობლემები და მომხდარი უბედურება ვერ გაანალიზა და ხელი სხვისკენ გაიშვირა.

„ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას ვერ იღებს ვერაფერზე, მაგრამ ახლა ძალიან მარტივად დგას საქმე – გახარია უნდა წავიდეს ან გახარიამ საზოგადოებას უნდა უთხრას, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ბრძანება ვინ გასცა, ვინ იყო ამის შემსრულებელი – ეს ყველაფერი უნდა თქვას. ამათ პასუხისმგებლობის აღება ჰგონიათ, რომ გირებს სწევენ. სინამდვილეში, პასუხისმგებლობას თუ იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გადადგე. ამას ნიშნავს და ამათ ჰგონიათ, რომ ახლა რაღაც განტელებს აწევენ და აი, მძიმე პასუხისმგებლობა ავიღე. ეგრე არ არის არსად და არც ჩვენთან იქნება. ამიტომ ძალიან ცალსახა არის, გახარია თანამდებობაზე დარჩენა პრაგმატულად ცუდია, ქვეყნისთვის, პირველ რიგში, და სხვათა შორის, „ოცნებისთვისაც“ იმიტომ, რომ ეს არის ტოქსიკური მძიმე ტვირთი, რომელიც მათ გემბანს ჩაიტანს უფსკრულში, ამიტომ გახარია უნდა წავიდეს და შემდეგ ფორსირებულად უნდა ვიმუშაოთ საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობა რომ გაჩნდეს, პროპორციული სამართლიანი არჩევნებით და ასე უნდა გავუშვათ ივანიშვილი, ჩამოვაშოროთ მმართველობას,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები