გრიგოლ ვაშაძე: საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას მოქალაქესთან დაპირისპირება არ შერჩენია, გიორგი გახარიაც აუცილებლად გადადგება

საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას მოქალაქესთან დაპირისპირება არ შერჩენია, გიორგი გახარიაც აუცილებლად გადადგება, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ,,თავისუფლების მარშიც” მიმდინარეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, „თავისუფლების მარშიც“ სწორედ გახარიას გადადგომას ეძღვნება.

„ჩვენს მოთხოვნებში არაფერი ცვლილებები არ არის. იმისათვის, რომ ქვეყანა გადავიდეს პოლიტიკურ დიალოგში, დაწყნარდეს და დავიწყოთ კონსტიტუციურ ფარგლებში მსჯელობა, ამისათვის უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. ამისთვის არის ეს „მშვიდობის მარში“ მოწყობილი“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები