სანდრა რულოვსი: მთავრობა უნდა გადადგეს და რაც შეიძლება მალე ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები

უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება მალე. უნდა დამთავრდეს ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.

სანდრა რულოვსი მსვლელობაში „თავისუფლების მარში“ მონაწილეობს.

მისი თქმით, რაც მოხდა 20 ივნისს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„გიორგი გახარია უნდა გადადგეს. მთავრობას არანაირი ნდობა აღარ აქვს და უნდა გადადგეს მთლიანობაში. უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება მალე. უნდა დამთავრდეს ივანიშვილის რეჟიმი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მათი პასუხისმგებლობაა, რა იარაღებიც გამოიყენეს, რაც ესროლეს ხალხს, რამდენი ხალხი დაინვალიდდა, რამდენი დაბრმავდა, ეს ყველაფერი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაფრთხილების გარეშე“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები, რომლებიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ უკვე მივიდნენ თავისუფლების მოედანზე. მათი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები