“პროპორციული არჩევნები 2020”-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება

“საკონსტიტუციო ინიციატივა – “პროპორციული არჩევნები 2020″-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება”,-ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, “ქართული ოცნება” პრეზენტაციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს იწვევს.

“როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საკონსტიტუციო ინიციატივა – “პროპორციული არჩევნები 2020”-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება. პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ​პრეზენტაცია 1 ივლისს, 14:00 საათზე , სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართება”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები