ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოში საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოში საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ელჩები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ მოუწოდებენ.
„საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.