გიორგი გახარია: მე, ჩემი უწყება, ჩემი სამინისტრო და პოლიცია მივიჩნევთ, რომ იმ ღამეს, ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანა უდიდეს საფრთხეს ავარიდეთ

„მე, ჩემი უწყება, ჩემი სამინისტრო და პოლიცია მივიჩნევთ, რომ იმ ღამეს, ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანა უდიდეს საფრთხეს ავარიდეთ“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში იყო დიდი რაოდენობის სისტემური გადაცდომები, თანამდებობას დატოვებს.
„მე, ჩემი უწყება, ჩემი სამინისტრო და პოლიცია მივიჩნევთ, რომ იმ ღამეს, ყველაფრის მიუხედავად, ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, დაზარალებული მოქალაქეების მიუხედავად, ქვეყანა უდიდეს საფრთხეს ავარიდეთ. საფრთხე იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ შევძელით, სხვათა შორის, ბევრ მომიტინგესთან ერთად, შევინარჩუნეთ სამოქალაქო წესრიგი. ეს არის სამინისტროს ძირითადი ფუნქცია და ძირითადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში იყო დიდი რაოდენობის სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა-მორჩილი იმ წუთში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დატოვებს ამ თანამდებობას“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები