თურქეთი სირიას თავს დაესხა
თურქეთმა იერიში მიიტანა სირიის სათვალთვალო პუნქტზე იდლიბის პროვინციაში. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პროვინციაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
მომხდარს ოფიციალური ანკარა სირიის წინასწარ განზრახულ ქმედებად აფასებს.
ამასთან დაკავშირებით, თურქეთის გენშტაბში რუსეთის ატაშე გამოიძახეს, თუმცა ფაქტს ანკარაში რუსეთის საელჩოში არ აკომენტარებენ.