“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი უძღვება (ფოტოკოლაჟი)

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილი, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ესწრებიან.

წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები იმ დეპუტატების გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ, რომლებმაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ცნობისთვის, დეპუტატ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი მმართველი პარტიის 91-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს დეპუტატებმა: მარიამ ჯაშმა, ალექსანდრე ერქვანიამ, რომან კაკულიამ და ბიძინა გეგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები