რა არის საჭირო ბათუმში ბიზნესის დასაწყებად?
ტრადიციული განმარტებით, ბიზნესი არის კომერციული ან საწარმოო მიმართულების საქმიანობა იმ ხალხთან ერთად, რომლებიც საერთო მიზნით მუშაობენ. ბიზნესი იწყება იდეით და მას რეალიზება სჭირდება. მისი ფუნქციაა მოგების უზრუნველყოფა. მართალია, არ არსებობს გარანტიები და არის გარკვეული რისკები, თუმცა სწორი სტრატეგიით შესაძლებელია სასურველ შედეგზე გასვლა.
ტურიზმი ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განვითარებადი სფეროა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს ეწვია 4.8 მლნ ტურისტი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან პრესპექტიული საქმიანობაა. ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ბიზნესის დასაწყებად საქართველოში ყველაზე სტრატეგიული ქალაქი ბათუმია.
ბათუმში, განსაკუთრებით კი ზაფხულში, არა მარტო ტურისტების მოჭარბებული რაოდენობაა, არამედ ქართველებიც მრავლად არიან. ამ ქალაქში ძალიან მარტივად შეგიძლიათ გახსნათ სავაჭრო ან კვების ობიექტი და მიიღოთ საკმაოდ მაღალი შემოსავალი.
იმისთვის, რომ დაიწყოთ კომერციული ბიზნესი ბათუმში, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები, ესენია:
- ჩამოაყალიბეთ თქვენი სტრატეგია
- მოახდინეთ ბაზრის ანალიზი
- მოიძიეთ ინვესტორები
- დაარეგისტრირეთ თქვენი ბიზნესი
- კომერციული საქმიანობისთვის შეიძინეთ სალარო აპარატები
ბათუმში ბიზნესის რეგისტრირების შემდეგ, სანამ გახსნით ობიექტს აუცილებელია სანდო კომპანიაში შეიძინოთ სალარო აპარატები.
სალარო აპარატები აღჭურვილი უნდა იყოს GPRS სისტემით, მოჰყვებოდეს გარანტია, ფუნქციონირებდეს უხარვეზოდ, უერთდებოდეს ფულის ყუთსა და შტრიხკოდის სკანერს, ჰქონდეს კონკურენტუნარიანი ღირებულება. მიმოვიხილოთ სალარო აპარატების რამდენიმე მოდელი:
Daisy Expert მოქნილი სალარო აპარატია. აღჭურვილია ორი ეკრანით, ხარისხიანი კლავიატურითა და ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმით.
Daisy eXpert SX ძალიან კომპაქტურია საქმიანობისას. გააჩნია ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმი, ორი მონიტორი, გამძლე კლავიატურა და ხარისხიანი ელემენტი.
Daisy Compact S ყველაზე პატარა სალარო აპარატია არამხოლოდ Daisy სერიაში, არამედ მსოფლიოში. ასევე, ძალიან პოპულარულია. აქვს მოსახერხებელი კლავიატურა, მარტივი მენიუ და ჩაშენებული ბლუთუზი.
Daisy Compact M გამოირჩევა ინოვაციური და დახვეწილი დიზაინით. აქვს ერგონომიული კლავიატურა, გამძლე ელემენტი, ორი მონიტორი და ბლუთუზი.
Daisy Perfect S გაყიდვადია მოსახერხებელი კონსტრუქციის გამო. სალარო აპარატს აქვს ქაღალდის შეცვლის მარტივი მექანიზმი, ორი გრაფიკული მონიტორი, ხარისხიანი Li-Lion აკუმულიატორი და ჩაშენებული ანტენა.
კომერციული ბიზნესის წამოწყება თუ გადაწყვიტეთ, სალარო აპარატების შეძენა შეგიძლიათ საქართველოში წარმოდეგნილ ყველაზე სანდო კომპანიის, ჯიესენის ბათუმის ფილიალში, რომელიც გთავაზობთ სრულ ტექნიკურ მომსახურებას.
R