იერუსალიმში ისრაელის სამხედროების შეტევისას პალესტინელი დაიღუპა
იერუსალიმში, ისავიის რაიონში ისრაელ სამხედროებთან შეტაკებისას ერთი პალესტინელი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ვაფა” ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკებისას ისრაელმა სამხედროებმა ახალგაზრდებს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც 20 წლის პალესტინელმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო გულ-მკერდის არეში.