მადაგასკარის ცენტრალურ სტადიონზე ჭყლეტის დროს 16 ადამიანი დაიღუპა

მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუს ცენტრალურ სტადიონზე ჭყლეტის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა. ათობით ადამიანი კი დაშავდა. ჭყლეტა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმისა და კონცერტის შემდეგ მოხდა, როდესაც ხალხმა სტადიონის დატოვება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ანდრი რაჯოელინამ საავადმყოფოში დაშავებულები მოინახულა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო მათი მკურნალობის ხარჯებს დაფარავს. პრეზიდენტი თვითონაც იმყოფებოდა სტადიონზე ზეიმის დროს, მაგრამ მან ტერიტორია ცოტა ადრე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები